05:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 17:06:19, 2063 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მულტიეთნიკური ხელოვნების კონცერტს დაესწრნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით,  „გარდენ ჰოლში“   თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული და ლტოლვილის  სტატუსის მქონე პირთა  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ  ღონისძიებებში საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების მოზარდებმა, ლტოლვილმა და დევნილმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.

გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან, ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics