09:11 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 12:59:33, 2008 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ს.ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 16 ივნისს, ქ. რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი).  ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics