|
2017-06-13 17:37:25, 1957 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსმა სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა „ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე: გამოწვევები და მიღწევები“ იყო. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და სსიპ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. „ლიტვა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გადადგა სწრაფი ნაბიჯები რეფორმის კუთხით, როგორ უნდა გადადგა სწრაფი ნაბიჯები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, ჩვენი სტუდენტების განათლების, მათი მომავლის უკეთ დასახვის კუთხით და ა.შ. ამიტომ, ევროკავშირსა და ნატო-ში ლიტვის ინტეგრაციასთან დაკავშირებით დღეს ძალიან კარგი ლექცია ჩაატარა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მადლობა მინდა გადავუხადო მას, რომ მოვიდა სტუდენტებთან შესახვედრად. ვფიქრობ, ძალიან კარგი დისკუსია გამოვიდა. რაც ყველაზე მთავარია, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენმა სტუდენტებმა, 15 სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გვყავდა, ახლგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათ კარგად გააზრებული კითხვები, კარგ ინგლისურზე დასვეს და კარგი დისკუსია გაიმართა, მე ამაყი დავრჩი“,-განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს. ლინას ლინკევიჩუსის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა და ბედნიერია, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა მიეცა. „ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობასთან შეხვედრა, რადგან ისინი წარმოადგენენ საქართველოს მომავალს“,-აღნიშნა ლინკევიჩუსმა და დასძინა, რომ სტუდენტები ძირითადად ევროინტეგრაციული პროცესებითა და ამ მიმართულებით ლიტვის გამოცდილებით დაინტერესდნენ. ლინას ლინკევიჩუსი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებს. დიპლომატიური კარიერის მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება. წლების განმავლობაში ლინას ლინკევიჩუსი გახლდათ ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელორუსში, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში, ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში, 2000-2004 და ასევე 1993-1996 წლებში იყო ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ლიტვის რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანებამდე, ნატო-სა და დასავლეთ ევროპის კავშირში მისიის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი და სხვა.
(NS)
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)