|
2015-04-18 11:37:03, 381 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის როლს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ პერიოდულად მიმოვიხილავთ თანამშრომლობის პროცესს. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ბრიტანულ მხარესთან. გამოვყოფდი განათლების სფეროს - აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთობლივი სწავლებების ჩატარებისა და ორგანიზების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე ბრიტანეთი სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. გვაქვს ბევრი გაცვლითი შეხვედრა, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი. შესაბამისად, აუცილებელი და საჭიროა, რომ პერიოდულად მსგავსი შეხვედრები მოვაწყოთ და ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები განვიხილოთ“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ. დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამხვილა ყურადღება. “შეხვედრის მიზანი გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. საშუალება მომეცა დამედასტურებინა, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის ჩართვა ნატოს ძირითად ჯგუფში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის საფუძველზე შეიქმნა. დიდი ბრიტანეთი ნდობის ფონდისთვის ფინანსურ დახმარებაშიც ჩაერთვება, რომელიც თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ოპერაციებისთვის შეიქმნა. ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვა გეგმებზეც ვისაუბრეთ. გაერთიანებულ სამეფოში სამხედრო კურსებზე ქართველი სამხედროები იღებენ მონაწილეობას. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტებიც. ივნისის თვეში საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორის ვიზიტი იგეგმება. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, ელჩის პოლიტიკური მრჩეველი კრის გაფი და თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერი დაესწრნენ.
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)