22:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 13:31:41, 1859 ნახვა

საზოგადოება
ქართულ-ჩინური პროექტის ფარგლებში, ფერმერებისა და სტუდენტებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, 35-მდე ფერმერმა 2 კვირიანი ტრენინგი რუსთავსა და მარნეულში გაიარა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსის ფარგლებში, ფერმერებმა, აგრარული მიმართულების სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების,  მზის სათბურების მშენებლობის და მართვის საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. პრაქტიკული სწავლება მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) გაიარეს და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში,  გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში  400-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა უკვე გაიარა. სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა.

მორიგი, რიგით მე-11 ტრენინგი 19 ივნისს დაიწყება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics