|
2017-06-12 11:24:58, 2197 ნახვა
სამართალი
ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღება იგეგმება
ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღება იგეგმება, - ამის შესახებ ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად ევროპარლამენტი აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის საკითხსაც განიხილავს. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის განცხადებით, აფგან მუხთარლის საკითხი მან საქართველოს ელჩთან ნატალი საბანიძესთან განიხილა. "შეხვედრა იყო კონფიდენციალური და მის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ჩვენ განვიხილეთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხი. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული საკითხი შემდეგი პლენარული სესიის დღის წესრიგში შეეტანათ. ამჟამად რეზოლუციის ტექსტზე მიმდინარეობს მუშაობა. დოკუმენტის პროექტი ნანახი ჯერ არ მაქვს, თუმცა ახლო მომავალში აუცილებლად გავეცნობი. ძალიან გვაინტერესებს თუ რა მოხდა სინამდვილეში", - აღნიშნა მაკალისტერმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო კვეტაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. ქართული მხარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი სპეცსამსახურების ჩართულობას გამორიცხავს. ჟურნალისტის გატაცების ფაქტს თბილისში მრავალი აქცია მოჰყვა. მოსახლეობა ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს და მთავრობას მოუწოდებს მუხთარლის საქმე გამოიძიოს. ცნობისთვის, ჟურნალისტი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიავის ოჯახის წევრების ქონებასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)