|
2017-06-11 16:50:52, 2127 ნახვა
სამართალი
სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებიდან ერთი 100 ლარით დაჯარიმდა, მეორეს კი გაფრთხილება მიეცა
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კონგოში ტყვედ აყვანილი მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი მათგანი 100 ლარით დააჯარიმა, მეორე კი სიტყვიერად გააფრთხილა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ისინი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. შეგახსენებთ, ორი პირის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მათ საგარეო უწყებასთან აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ყოფნა გააპროტესტეს და გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულების თქმით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" სოსო ოსორაული მხოლოდ პოლიტიკური პროდუქტია. ამავე თემაზე http://www.epn.ge/index.php?id=47079
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)