|
2017-06-10 14:46:58, 2156 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, Birja Mafia-ს წევრებს თავდებში ჩაუდგნენ
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ჯგუფ Birja Mafia-ს დაკავებულ წევრებს თავდებში ჩაუდგნენ. "თეთრი ხმაურის" წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულ გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. მათივე შეფასებით, მუსიკოსები პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლების პატიმრები არიან, რომლებიც ვიდეოკლიპის გამო ისჯებიან. ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ქებურიას დედა ლელა რეხვიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. "ამ სიტუაციაში მყოფი ყველა დედა, ალბათ, ჩემსავით გამწარებულია. გიორგიმ სასამართლოზე ვერ თქვა, რა სიტყვებით მიმართეს მას დაკავებისას. ჩვენ არ ვიცოდით დაკავების შემდეგ სად ყავდათ გადაყვანილი. მოაწერინეს ხელი ოქმზე ისე, რომ არც კი უთხრეს, თუ რა ეწერა ამ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ ეს დაკავება მათ კლიპს უკავშრდება. ჩემი შვილი ამ კლიპში ერთ-ერთ როლს ასრულებს. იყო შარჟი და გამოხატვის თავისუფლება. ჰიტლერის, პინოჩეტის და იუდას როლის შემსრულებლები როდესმე ჩაიქოლა?! მინდა ხელისუფლებას მივმართო, იმედი გვაქვს, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ბრალდებულ გიორგი ქებურიას დედა, ლელა რეხვიაშვილი. ქებურიას მეგობარი კი, აცხადებს, რომ ამ კლიპის გავრცელების შემდეგ ქებურიას სთხოვა მიშა მგალობლიშვილმა დაებლარა ეს პოლიციელი, რადგან ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)