|
2017-06-09 15:12:28, 2231 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა 23 ივნისს განახლდება
ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე არსებითი განხილვის დღევანდელი სხდომა დასრულდა. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა დაასრულა. მისივე განმარტებით, დაცვის მხარის შესავალი სიტყვა დღევანდელ პროცესზე თავიდან ბოლომდე ვერ ესწრებოდა, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დღევანდელი სხდომა დასრულებულიყო. ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა 23 ივნისს 11:00 საათზე სწორედ ადვოკატების შესავალი სიტყვით განახლდება. რაც შეეხება პროკურატურის შესავალ სიტყვას, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას შეფასებით, მათ შესავალ სიტყვაში კურიოზული მომენტები იყო. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სხდომის საჯარო რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)