04:22 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 14:01:00, 2141 ნახვა

სამართალი
„კრიმინალური პოლიციის კურატორი პირადად მე ვიქნები“ - შს მინისტრმა მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გაათავისუფლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეიდან კრიმინალური პოლიციის კურატორობას შეითავსებს.

ამის შესახებ მინისტრმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამიერიდან ე.წ. "შუა რგოლი" აღარ იარსებებს და დეპარტამენტების უფროსები ანგარიშვალდებულები უშუალოდ მასთან იქნებიან.

"დღეიდან კრიმინალური პოლიციის კურატორი პირადად მე ვიქნები, ყველა იმ დეპარტამენტის, რომელიც რეგიონში და თბილისშია, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორი აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში ვფიქრობ, თქვენთან ურთიერთობაში შუა რგოლი არ მჭირდება, უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს საპატრულო პოლიციაში, კრიმინალურ პოლიციაში. ის კოორდინაცია, რომელიც დღემდე არსებობდა, უფრო ეფექტური რომ იყოს, ვფიქრობ, მინისტრის ხელში უნდა გადავიდეს. კოორდინაცია უნდა იყოს ძალიან მჭიდრო. ვფიქრობ, ეს ჩვენს ოპერატიულობასაც გაზრდის", - აღნიშნა მღებრიშვილმა შეხვედრაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics