|
2017-06-07 11:41:40, 2241 ნახვა
სამართალი კომენტარი
დოლიძე აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე ზედმეტი კითხვები არ დარჩება
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ დარჩება ზედმეტი კითხვები, რამაც შესაძლებელია საქართველოს მომავალში ჩრდილი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ასეთ სერიოზულ, რეზონანსულ საქმეს პასუხების გაცემა სჭირდება. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რეზონანსული საქმე. რა თქმა უნდა არავის უნდა, რომ ჩვენს ქვეყანას მიადგეს ჩრდილი. გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ დარჩება ზედმეტი კითხვები, რამაც შესაძლებელია საქართველოს მომავალში ჩრდილი მიაყენოს. დემოკრატია ამ ქვეყანაში არის განსხვავებული და ამას მემგონი ყველა ხვდება, მაგრამ ამ საქმეს, ამგვარ სერიოზულ, რეზონანსულ საქმეს, სჭირდება პასუხის გაცემა, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ კითხვებს პასუხები მალე გეცემა'', - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)