21:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 12:37:04, 366 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ლატვიელმა კოლეგამ ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის პატივსაცემად ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ლატვიის ლიდერებმა ოფიციალურ სადილზე ორ ქვეყანას შორის  მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს.

„ჩვენ გვახსოვს და უაღრესად ვაფასებთ ლატვიელი ხალხისა და ხელისუფლების მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს წუთებში - 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს. თუმცა ეს თანადგომის ერთადერთი პრეცენდენტი არ არის. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან დღემდე ჩვენ არაერთხელ გვიგრძვნია ის კეთილგანწყობა, რომლითაც ლატვიელი ხალხი და მისი ხელისუფლება განმსჭვალულია საქართველოს მიმართ. დაუვიწყარია თქვენი მხარდაჭერა ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესში. ამავდროულად მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის დაუვიწყარი მეგობრული სულისკვეთება, რომელითაც აღსავსეა თითოეული შეხვედრა და საუბარი ლატვიის პრეზიდენტთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics