21:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 12:22:26, 391 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიშის პირველადი ვერსიის განხილვა-სემინარი გაიმართა

სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ 2007-2013 წლებში ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიშის პირველადი ვერსიის განხილვა-სემინარი გაიმართა.

სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს. 

შეფასების ანგარიში ევროკავშირის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციის საფუძველზე მოამზადეს, რომელიც სისხლის სამართლის, საჯარო ფინანსების მართვის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სფეროებს მოიცავს.

2007-2013 წლებში ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის (მოიცავს თანამშრომლობის 7 წლიან პერიოდს)  შეფასების მისია  გასული წლის აპრილიდან ევროკომისიის ინიციატივით მუშაობს. შეფასების პროცესში ჩართულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტი.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics