08:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 14:43:58, 2005 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მუხთარლის საქმეზე: შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე ვიმყოფებით

„დღეს ჩვენ ყველანი  ვიმყოფებით შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომენტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიშველაძემ  მედიის წარმომადგენლებს მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია კიდევ ერთხელ გააცნო:

ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს დევნიან,  ადამიანებს იტაცებენ დაადამიანის უფლებები დაუცველია. ამასთანავე, ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რომელითაც სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს. დღეს ჩვენ ყველანი - ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ვიმყოფებით ამ შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომანტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის. ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს , კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“, - განაცხადა მიშველაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics