|
2017-06-05 16:56:57, 2300 ნახვა
სამართალი
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება. საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის მოსამზადებელი სხდომა 25 მაისს დასრულდა, რომელზეც მოსარჩელის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატის ორი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა მოწმის დაშვებაზე უარი განაცხადა. საქმის არსებითი განხილვა, შესაძლოა, 12 ივნისს 13:00 საათზე გაგრძელდეს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)