11:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 15:40:37, 2255 ნახვა

ეკონომიკა
„გორგიამ“ თელავში საქართველოს მაშტაბით მეექვსე ჰიპერმარკეტი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ დღეს  თელავში , საქართველოს მაშტაბით  მეექვსე ჰიპერმარკეტი გახსნა.

ჰიპერმარკეტების ქსელმა გორგიამ საქართველოს მაშტაბით  მეექვსე ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია თელავში  ალაზნის  #75. 14:00 საათზე გაიმართა.

ღონისძიება  ჰიპერმარკეტ "გორგიას" მენეჯმენტთან ერთად, თელავის ვიცე მერმა  ,თელავის გამგეობის წარმომადგენელმა და უცხოელმა მომწოდებლებმა  გახსნა. 5000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 40 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად.

კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავში გორგიას გახსნა სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics