19:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 12:25:11, 2099 ნახვა

კომენტარი
ბესელია აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო, ეს ერთ-ერთი მძიმე მუხლია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო და ეს ერთ-ერთი მძიმე მუხლია. 

"გამოძიების პირველადი შედეგები უნდა მივიღოთ, კონკრეტულად რა მოხდა და ეს ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს. გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა და მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება და სურვილია. ამ ოცნებებით და სურვილებით ვერ ვივლით და გამოძიების პირველადი მონაცემებით უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდეს", - აღნიშნა დეპუტატმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics