21:24 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 11:08:45, 1981 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესს მამალაძის ადვოკატებთან ერთად სახაზინო ადვოკატებიც დაესწრებიან

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწრება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესს დაესწრებიან სახაზინო  წესით დანიშნული ადვოკატებიც და სასამართლო სხდომებში მათი მონაწილეობის საკითხი დღეს გადაწყდება.

შეგახსენებთ, 19 მაისს, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არსებითი სხდომების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მამა გიორგი მამალაძემ  პროტესტის ნიშნად სხდომა პროცესი  დატოვა და მის ადვოკატებსაც  იგივე ქმედებისკენ მოუწოდა.

ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის შესაბამისად სხდომა დატოვეს.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ მათ დაარღვიეს საპროცესო კოდექსი და სასამართლო სხდომებიდან ადვოკატები გააძევა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნა, თუმცა მამალაძის ადვოკატებმა მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ამ უკანასკნელმა კი ისინი სასამართლო განხილვების სხდომებზე დააბრუნა.

რაც შეეხება არსებითი სხდომების დახურვის მოტივაციას, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics