02:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 09:39:08, 1867 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას დღეს დაამტკიცებენ

თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, დღეს  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. დოკუმენტის შინაარსზე მედიასთან ნატო-ს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ოიარს ერიკს კალნინსის განცხადებით, დელეგატების უმრავლესობა  საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მისივე თქმით, დეკლარაციაში საქართველოსადმი მხარდაჭერა და ასევ რუსეტისადმი გზანილები ჩაიწერება.

ამასთან, ნატოს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  საქართველო იმსახურებს ნატო-ს წვერობას, თუმცა საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. 

„ეს დოკუმენტი არის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი. დელეგატების უმრავლესობა, როგორც ვიცით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.დოკუმენტი ასევე ასახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ჩვენს პოზიციას უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაძლებელია თუ არა გაწევრიანება MAP-ის გარეშე? ვფიქრობ, კი. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როდის. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო ალიანსის წევრობას იმსახურებს, მაგრამ თუ საერთაშორისო სიტუაციას გავითვალისწინებთ, ამას დრო დასჭირდება“,-აღნიშნა ნატოს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics