02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 17:43:54, 2193 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

"ადაპტაცია მომავლისთვის"- ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა.

საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე - "აღმოსავლეთ სამეზობლო 2017" სიტყვით გამოვა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა მისასალმებელი შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) პრეზიდენტ რობერტ ვასსთან და ფორუმის საპატიო თავჯდომარესთან, რასტისლავ კაჩერთან. კონფერენციის ორგანიზატორებმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის.

რიგით მე-12 კონფერენციას 70 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრება.გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ: სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის წარმომადგენლები, უსაფრთოების სფეროს ექსპერტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics