09:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 09:31:09, 2261 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში აღნიშნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და ადგილობრივებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ქვეყანამ მართლაც მძიმე და ეკლიანი გზა გაიარა ამ წლებში, მაგრამ მივაღწიეთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ვულოცავ ყველას და დღეს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონს. გადავწყვიტეთ, ჯანდაცვის სამინისტროს საზეიმო ღონისძიება სწორედ აქ ჩაეტარებინა, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც სამეგრელოში გვინდა და ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დადასტურებაა უღრმესი პატივისცემისა ამ რეგიონისადმი,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ქვეყნის პირველი ექიმი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სიმულაციურ სწავლებაში ჩაერთო და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ტრენერთან ერთად მაღალტექნოლოგიური სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებით ადგილზე მისულ ყველა დაინტერესებულ პირს გადაუდებელი დახმარების მართვის მაგალითები უჩვენა. დავით სერგეენკომ ბავშვებისთვის სათამაშო სამედიცინო აღჭურვილობით გაწყობილი სივრცეც მოინახულა, სადაც მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ მობილურ ამბულატორიასა და კარავში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები  ადგილობრივებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს უტარებდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics