01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 09:17:57, 1948 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს.

დელეგაცია თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა.

დღეს დაგეგმილია ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა.

სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ქართული თავდაცვის პრიორიტეტებზე, ოკუპირებული რეგიონებისთვის გამიზნულ სტრატეგიაზე, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციასა და შავი ზღვის რეგიონზე, ავღანეთსა და სირიაზე.

სესიის ბოლო დღეს ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტენ-მიულერი.

დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics