01:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 11:37:59, 2153 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: უმნიშვნელოვანესია, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში დაგეგმილ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას გამოეხმაურა.

კვირიკაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება.

"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება საქართველოში. ეს არის საგაზაფხულო სესია. უმნიშვნელოვანესია, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. მიღებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია და ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება არის უმნიშვნელოვანესი”,-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით,  ასევე კარგია, რომ 2018 წელს საქართველოში ჩაინიშნა ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საიუბილეო სესიის ჩატარება.

„საქართველო უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე. ეს იქნება, პირველ რიგში, ჩვენი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება და ასევე საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics