12:04 - 12 May, 2026
|
2017-05-24 17:28:01, 632 ნახვა
სამხედრო
ბანაკ „პალდოში“ მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა
დანიის სამეფოს შიდა გვარდიის სკოლის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. კურსი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს ეროვნული გვარდიის 20 სამხედრო მოსამსახურე საცეცხლე მომზადების დამოუკიდებლად დაგეგმვის, ჩატარებისა და კონტროლის უნარ-ჩვევებს დაეუფლა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დანიის სამეფოს შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიას გამოცდილებას 2010 წლიდან უზიარებს. თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გადამზადდა პირადი შემადგენლობა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)