|
2017-05-24 16:09:40, 1807 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში საქართველოს მოქალაქე წამებით მოკლეს
თურქეთის ქალაქ ორდუში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, 34 წლის ქალბატონი სასტიკად არის ნაწამები. თურქული სააგენტო წერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, ხოლო ქალის ცხედარი მის სახლში იპოვეს. როგორც ემიგრანტი შოთა სიხარულიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს მოქალაქე ადგილობრივმა მამაკაცმა გაიტაცა და რამდნეიმე საათის განმავლობაში აწამებდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ყელგამოჭრილი იპოვეს. მეზობლებმა სუნი იგრძნეს, რის შემდეგადაც პოლიცია გამოიძახეს. სიხარულიძის ინფორმაციით, ქალბატონი დილით სახლიდან გავიდა, შემდეგ რამდენიმე საათით გაუჩინარდა და ტელეფონს არ პასუხობდა. ემიგრანტის განცხადებით, ეჭვმიტანილი გარდაცვლილის უბნელი იყო. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს. "საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)