00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 10:32:37, 2199 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: მარატ კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, რუსეთის მიერ ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნას მორიგ პროვოკაციად აფასებს.

როგორც  დოლიძემ აღნიშნა, კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნა ერთგვარი ცინიკური ნაბიჯია.

"კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, ისევე როგორც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან. ამიტომ ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეგვიძლია აღვიქვათ ის, რომ ცხინვალში ელჩად სწორედ კულახმეტოვი მოავლინეს. მე მახსოვს კულახმეტოვი ვენაში ჩემი ელჩობის პერიოდში. კულახმეტოვი ცხინვალში ე.წ მშვიდობისმყოფელი იყო და ეს ნაბიჯიც მორიგი პროვოკაციაა", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დე-ფაქტო ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics