|
2017-05-23 17:59:09, 1723 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს კამპანიის ფარგლებში საქართველოში 20-მდე ზებრა-გადასასვლელი მოიხატა
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები შემოუერთდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა. ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ერას მოედანთან მდებარე „ზებრა“-გადასასვლელი ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელი კი - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხატეს. ახალციხის ცენტრალურ პარკთან, ნათენაძის ქუჩაზე, „ზებრა“-გადასასვლელი საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი სამხატრო სკოლის მხარდაჭერით მოიხატა. გორში 2 „ზებრა“-გადასასვლელი ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, თელავის ცენტრში კი, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელი - ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოხატეს. კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში - 3, ზუგდიდსა და ფოთში - 4, მცხეთაში - 1, რუსთავში - 2 , ოზურგეთში კი 1 „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა. „ზებრა“-გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სლოგანები, საგზაო ნიშნები და სხვადასხვა ფიგურებია გამოსახული. აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)