|
2017-05-23 17:16:09, 2327 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ ადვოკატზე უარი თქვა - „შემდეგ პროცესზე ღმერთი დამიცავს“
ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარი ადვოკატის აცილება მოითხოვა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას ღმერთი დაიცავს. როგორც შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე ბრალდებულმა მას მადლობა გადაუხადა და მის მომსახურებაზე უარი განაცხადა. "ბექას უნდა მიეცა ჩვენება, პოზიციები შეთანხმებული იყო, მაგრამ დღეს ის იყო არაადეკვატური, ისაუბრა ღმერთზე, თქვა, რომ მანიფესტით შეძლებდა პატიმრების ციხიდან გამოყვანას. ამბობდა, რომ არ სურს ადვოკატი და შემდეგზე ღმერთს მოიყვანდა და ის დაიცავდა. მან თქვა რომ, კარგი ადვოკატი ყავდა და მადლობა გადამიხადა. განაცხადა, რომ მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე არ უნდა ადვოკატი“,- განაცხადა ლალი ბიწოშვილმა. ბიწოშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებული შეურაცხადია. „დღეს ბექას ჩვენება არ მიუცია. თქვა, რომ ეთანხმება, თან არ ეთახმება. თქვა, რომ არ მოკლა, მერე მოკლა. ბექა არის შეურაცხადი. დააკავეს თუ არა ის გლდანის მე-18 ფსიქიატრიულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰყავდათ. როცა მდგომარეობა დამძიმდა, მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. ჩემი აზრით, საპყრობილეში მოხდა რაღაც. ბექა შენგელია არ მანიპულირებს ის მართლა შეურაცხადია", - აღნიშნა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)