22:31 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 15:39:33, 532 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: მოხალისეების სირიაში წასვლის საკითხი, მთელი მსოფლიოს თავის სატკივარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  პანკისიდან თურქეთში გადასული პირების საკითხს გამოეხმაურა, რომლებიც  ქვეყნიდან სირიაში საომრად გაემგზავრნენ.
პრემიერის თქმით, პანკისში მომხდარი ფაქტი სამწუხაროა, თუმცა  ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, არამედ მსოფლიოს აწუხებს. ღარიბაშვილის განმარტებით, მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში.
"მე აღარ მინდა პარალელი გავავლო წინა მთავრობას შორის და ჩვენს მთავრობას შორის, თუ რა პოლიტიკა არსებობდა. მე ერთ მაგალითს შევახსენებ საზოგადოებას.ლაფანყურის სპეცოპერაცია სწორედ წინა მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო.შეიარაღებული ჯგუფები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ ის, რომ თუნდაც სოჭის ოლიმპიადის დროს, მთელი ეს ტერიტორია გვქონდა აბსოლუტურად გაკონტროლებული. ეს არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი.მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია, როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში.კითხვა მდგომარეობს იმაში, როგორ ვერ მოხდა ამის პრევეცნია და ჩვენი მთავრობის მიერ როგორ  მოხდა 2-3 ადამიანის წასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ეს და მინდა მათ ოჯახის წევრებს ვუთხრა, რომ ჩვენ ძალიან განვიცდით ამ საკითხს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის საკითხი, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს.საქართველო არ არის გამონაკლისი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics