03:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 14:36:28, 1664 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის აზრით, თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან

პრეზიდენტის აზრით, ის რაც ახლა ხდება თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

პრეზიდენთის აზრით, თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან. 

"პირველ რიგში, შეგახსნებთ თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას. საქართველოს პარლამენტმა ქარტიის რატიფიცირება მოახდინა 2004 წელს. ქარტიის მთავარი პრინციპია თვითმმართველობის განვითარება, გაღრმავება და არა შესუსტება და შეზღუდვა.

ევროპაში, რომლის ნაწილიც არის საქართველო და საითკენაც მივისწრაფვით ჩვენ, თვითმმართველობა არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი.
პრეზიდენტის აზრით, ის რაც ახლა ხდება თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, ვინაიდან თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან, თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო და სამოქალაქო ფუნქციონირება, ვინაიდან თვითმმართველობა არის უმთავრესი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში", - განაცხადა მიშველაძემ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics