18:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 13:27:51, 1814 ნახვა

სამართალი
ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ეთიკის კოდექსის დარღვევასა და სიცრუეში ადანაშაულებენ

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს, აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კერძოდ, მერაბ ჩიქოვანის თქმით, აუდიტორი ვალდებულია, აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო, აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე. ამასთან, მისივე განმარტებით, არათუ დასკვნა, პროექტიც კი არ ყოფილა მომზადებული, რაც მეტყველებს იმაზე,  რომ გუშინდელ ბრიფინგზე სათქმელი ინფორმაცია სახელდახელოდ მოამზადეს:

„სახელმწიფო აუდიტორის და მისი მოადგილის გავრცელებული ინფორმაცია, წარმოადგენს სახელწმიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც, აუდიტორი ვალდებულია, აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე. ჩვენს შემთხვევაში, არათუ შემაჯამებელი დოკუმენტი, აუდიტორული ანგარიშის პროექტიც არ ჰქონიათ მომზადებული, რაც ე.წ. შუალედური ინფორმაციის წარმოდგენით, მათი მხრიდან კანონის უხეშ დარღვევაზე მეტყველებს. გუშინდელი ბრიფინგი იყო მორიგი მცდელობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნათელი მაგალითი, პირადი მიზნებისთვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისა. ნათელია ისიც, რომ ბატონი თორდიას მიერ დაანონსებულ დასკვნას საზოგადოება ელოდებოდა დაახლოებით კვირანახევარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ არათუ დასკვნა, პროექტიც კი არ ყოფილა მომზადებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გუშინდელ ბრიფინგზე მომზადებული ინფორმაცია სახელდახელოდ მოამზადეს კონკრეტული მიზნებისათვის და არანაირი რეალური შესწავლა კონკრეტული ფაქტების, რაზედაც აპელირებდა ბოლო უკანასკნელი დღეებია ბატონი თორდია, არ მიმდინარეობდა“,-განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics