18:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 12:06:46, 1779 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველმა შშმ ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

მიმდინარე  წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს.

"საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ბავშვს აქვს მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობით, რომელიც მოითხოვს მკურნალობას, იგი ირიცხება ერთ-ერთ დღის ცენტრში. 2014 წლიდან ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც, დღის ცენტრმა შეწყვიტა ბავშვისთვის მომსახურების მიწოდება, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის N138 დადგენილებით დღის ცენტრების ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს მსგავსი მდგომარეობის ბავშვებისათვის უსაფრთხოების და ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფას. აღნიშნული ასევე არ იქნა გათვალისწინებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებაში. საბოლოოდ, ბავშვი ბინაზე მოვლის პროგრამაში ჩაერთო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბინაზე მომსახურების პროგრამა ვერ ეხმარება ბავშვს განვითარებაში, ვინაიდან მას ფაქტობრივად შეეზღუდა სოციალურ გარემოსთან კონტაქტი.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხსა და გონივრული მისადაგების პრინციპზე",-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics