00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 11:07:31, 1941 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრ ვოლფგანგ ბრანდშტეტერს და სამინისტროს დელეგაციას შეხვდება. მხარეები უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. 

დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელს კახა კახიშვილი და ვოლფგანგ ბრანდშტეტერი მოაწერენ. დოკუმენტი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და მყარი პარტნიორობის  ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. უწყებები პენიტენციური სისტემის ეფექტური მართვის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის, პენიტენციური ჯანდაცვის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაზრდისა და სხვა მიმართულებებით ითანამშრომლებენ. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვენის ზიმერინგის სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც ეწვევა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics