00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 10:46:27, 1896 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები.

მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

თურქეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.

თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი, ეკონომიკის მინისტრი ნიჰად ზეიბექჩი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი,სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუქ ჩელიქი, საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჩი, ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეთ არსლანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics