00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 16:09:51, 2071 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ვენეციის კომისიის მდივანი: თუ შეძლებთ კონსესუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხზე, ძალიან კარგი კონსტიტუცია იქნება

ვენეციის კომისიის მდივანის თომას მარკერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია.

როგორც მარკერტმა ბერლინში კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე განაცხადა, თუ მოხერხდება საზოგადოებაში კონსესუსის მიღწევა, საქართველო კარგ კონსტიტუციას მიიღებს. 

“საკონსტიტუციო ცვლილებები ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და თუ თქვენ შეძლებთ, საზოგადოებაში კონსესუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხზე, ვფიქრობ, იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია,- აღნიშნა თომას მარკერტმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს. 

"როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადაგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსესუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს“,- განაცხადა თომას მარკერტმა. 

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მანდატების განაწილების სისტემას, მარკერტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხებზე კონსესუსი არსებობდეს. 

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე კონსესუსი იქნას მიღწეული. უნდა აღვნიშნოთ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევნების წესით ჩატარდება, რაც, ვფიქრობ, რომ კომპრომისისთვის მზაობას აჩვენებს. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, დისკუსია ისევ გრძელდება და ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი უმრავლესობის მზადყოფნა, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია“, - განაცხადა თომას მარკერტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics