|
2017-05-22 14:19:59, 2365 ნახვა
სამართალი
შსს თორდია-ფარცხალაძის საქმეზე შუალედურ ანგარიშს და დაპირისპირების ამსახველ კადრებს აქვეყნებს
„გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ "ელ-ცენტროში" გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ. საქმეზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა საქმის ყველა მონაწილე და თვითმხილველი. ამოღებულია ყველა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულება. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. ასევე მოპოვებულია ასევე ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა“, - განაცხადეს შსს-ში. სამინისტრომ თორდიასა და ფარცხალაძის ჩვენებებიც გაასაჯაროვა. „საქმეზე გამოკითხული ლაშა თორდიას ჩვენებით 13 მაისს ღამის საათებში იგი კლუბ "ელ-ცენტროს" ღია ტერასაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შემოჰყვა ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად. ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდიას მიმართ გამოთქვა პრეტენზია - თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს. საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ ელ-ცენტროს ტერასაზე, სადაც გაგრძელდა კამათი. მოულოდნელად ლაშა თორდიას თვალის არეში მოხდა ხელი, თუმცა მან არ იცის ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე. საქმეზე გამოიკითხნენ ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი პირები. მათ გამოძიებას შემდეგი სახის ჩვენება მისცეს:13 მაისს ღამის საათებში ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან, მიხეილ ჩოხელთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა "ელ-ცენტროში". დაახლოებით 02:00 საათისთვის მან დააპირა წასვლა, რა დროსაც შენობის კართან შეხვდა ლაშა თორდია. ეს უკანასკნელი მიესალმა მათ, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მოხდა შელაპარაკება, რომელიც ტერასაზე გაგრძელდა. ვინაიდან ლაშა თორდია არ წყნარდებოდა ოთარ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით: აბა შენ რა უნდა გელაპარაკო და წასასვლელად შემოტრიალება სცადა რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი შემოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხეო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს. მომხდარში ჩაერია პირადი დაცვაც. მათთან აღმოჩნდნენ "ელ-ცენტროს" დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც მაქსიმუმ 10-20 წამი გრძელდებოდა განიმუხტა. საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ "ელ-ცენტროს" ტერასაზე სადაც საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა პირველად თორდიამ მოიქნია ხელი და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულლმა მხარეებმა გადაინაცვლეს კლუბში შესასვლელ კარებთან, რაშიც ჩაერია კლუბის დაცვაც და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა. საქმზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს თუ როგორ საუბრობს ელ-ცენტროს ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი. კონფლიქტი, ძალიან მალე დაახლოებით 20 წამში მთავრდება, რის შედეგადაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს კლუბის ტერიტორიას ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება. ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა ხოლო ლაშა თორდიას და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. გამოძიების მიერ ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებითად ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადეს შსს-ში.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)