03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 13:34:29, 1968 ნახვა

საზოგადოება
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ NewTimes იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცს 18 მაისის შემდეგ ეძებდნენ. თავდაპირველად მამაკაცი ტელეფონს არ პასუხობდა, შემდეგ კი მიუწვდომელი იყო. მას ოჯახის წევრები და ადგილობრივები ეძებდნენ.

გარდაცვლილ მაკაცს მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო პირველივე დღეებიდან კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან და ისინი მომხდართან დაკავშირებით, სრულად ინფორმირებულები არიან.

რაც შეეხება გადმოსვენებას, ოჯახს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის განცხადებით ჯერ არ მიუმართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics