|
2017-05-21 17:32:31, 2194 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში პირველი VIP-სამორინეს გრანდიოზული გახსნა გაიმართა
სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოში პირველი VIP-სამორინეს გრანდიოზული გახსნა გაიმართა. მიღება სასტუმროში 18:00 საათზე, ქართული ფოლკლორული კვინტეტის „ურმულის“ კონცერტით დაიწყო. სამორინე „ამბასადორის“ გრანდიოზულ გახსნას უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის თბილისის მერი დავით ნარმანია. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქისთვის ამხელა ინვესტიცია სტიმულია სხვა ინვესტორებისთვის. “ეს ნიშნავს, რომ თბილისი რჩება ეკონომიკურად მიმზიდველ ქალაქად. სამორინე "ამბასადორის" გახსნა დამატებით სამუშაო ადგილებთან ერთად ქალაქის ვიზიტორებს დასვენების კარგ შესაძლებლობებს აძლევს.- აღნიშნა თბილისის მერმა. ღონისძიებასთან დაკავშირებით სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ კლასიკური მუსიკის კონცერტს დასწრებოდნენ. საზეიმო კონცერტი სპეციალურად მიწვეულმა საერთაშორისო რანგის მუსიკოსმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ, მუსიკალურ დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან და ქართველ პიანისტ ვაკო შიუკაშვილთან ერთად ჩაატარა. 00:00 საათზე კაზინო „ამბასადორის“ ხელმძღვანელობამ სადღესასწაულო ტორტი გაჭრა. ასევე სამორინე ამბასადორი გათამაშებების სერიას იწყებს, როგორც სლოტ, ასევე მაგიდების მოთამაშეებისთვის. გარანტირებული საპრიზო ფონდი შეადგენს სხვადასხვა ფულადი პრიზი და ავტომობილი მაზერატი კვატროპორტე. სამორინე „ამბასადორი“ ელიტური სათამაშო კლუბია, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვანი გართობისა და აქტიური დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს. მას საფუძვლად პრემიუმ კლასის სამორინეს იდეა დაედო, რაც თითოეული მომხმარებლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და მაღალი კლასის მომსახურებას ითვალისწინებს. დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და უნაკლო სერვისი სასტუმრო „ამბასადორის“ კონცეფციის ერთგვარი გაგრძელებაა. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ სტუმარმა თამაშისა და გარემოსგან თანაბარი სიამოვნება მიიღოს. კაზინოს დიზაინიზე, სასტუმროს მსგავსად, ცნობილმა იტალიელმა დიზაინერებმა იზრუნეს. ხოლო სამორინეს სათამაშო მაგიდები და აქსესუარები წამყვან იტალიურ ბრენდს, Abbiati-ს ეკუთვნის, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიოს ნომერ პირველი მოთამაშეა და თითქმის ნახევარი საუკუნეა, პოზიციებს არ თმობს. „ამბასადორში“ სტუმრებისთვის ბლექ ჯეკი, ამერიკული რულეტი ბაკარა, ყველა სახეობის პოკერია და თანამედროვე სლოტ აპარატებია წარმოდგენილი. ობიექტი კვირაში 7 დღე - 24 საათის განმავლობაში კლიენტებს მოემსახურება. (R)
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)