|
2017-05-21 10:41:54, 1969 ნახვა
სამართალი
ედიშერ ქარჩავა მამა გიორგი მამალაძის მხრიდან ფულის გათეთრების მცდელობაზე საუბრობს
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს უკანონო ქმედებაში ამხელს. "განსხვავებული აქცენტების" ეთერში მან ექსკლუზიური განაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოში იციან დოკუმენტის შესახებ, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. ედიშერ ქარჩავას თქმით, არსებობს მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება. „საინტერესოა, საიდან ჰქონდა საზღვარგარეთ ესპანეთში გახსნილი კომპანია მღვდელს, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება არა აქვს და არ შეიძლება, რომ მღვდელი ბიზნესმენი იყოს. კანონიკური სამართლის ნორმებითაც ეს დაუშვებელია და 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო... ფულის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო თავად მამა გიორგი მამალაძე და ეს უკანონო ფული უნდა გათეთრებულიყო, ეკლესია უნდა გამოყენებულიყო და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაც კი იყო გარკვეული ქმედება მიმართული.საინტერესოა, ვინ მისცა ამ პიროვნებას უფლება, ლოცვა-კურთხევა, ან მხარდაჭერა, რომ რაღაც უკანონო თანხა, 50 მილიონ ევროზეა და არა 50 ლარზე საუბარი, შემოეტანა საქართველოში ეკლესიის გამოყენებით და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რადგან ეს უკანონო ფული თავისთავად ეკლესიის ინტერესს დააზიანებდა და ავტომატურად სახელმწიფოს ინტერესებსაც დააზიანებდა. ამ უკანონო ქმედებაში ამ პირებს არც პატრიარქი დაუშვებდა, არც ქორეპისკოპოსები, არც მეუფე იაკობი დაუშვებდა, არც მეუფე თეოდორე დაუშვებდა, არც ის პირები, ვინც ამ უკანონო ქმედებების განხორციელებაში ხელშემშლელი ფაქტორები იყვნენ. 50 მილიონი ევრო უკრაინის მოქალაქეების მეშვეობით უნდა შემოსულიყო.ვინ ეკითხებოდა მღვდელს ფულის გათეთრებას? ეს იყო დიდი გეგმის შემადგენელი ერთ- ერთი ნაწილიც ჩემი ვარაუდით, სხვანაირად თუ ვინმეს ბიზნესის განხორციელება უნდოდა საქართველოში, არსებობს კანონით დადგენილი წესი. თავისი პირადი იურისტი და ნოტარიუსი ჰყავდა,“ - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ და დასძინა, რომ ამის შესახებ არსებობს დოკუმენტაცია, თუმცა, პირადად მას არა აქვს. ამასთან, კითხვაზე-ვისი კურთხევით მივიდა ეთერში სტუმრად, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ყველა ნაბიჯს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დგამს. ასევე, კითხვაზე-როგორია უწმინდესის პოზიცია ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ქარჩავამ ასე უპასუხა: „ცილისწამებაა, რომ უწმინდესი ინფორმაციას არ ფლობს და ვაკუუმშია. უწმინდესი სრულად ინფორმირებულია ყველა საკითხზე. უფრო მეტსაც გეტყვით, პატრიარქს უთქვამს ერთ-ერთი მღვდელმსახურის მიერ, რომ მე ვუყურებ ედიშერსო და კარგად გამოდისო“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)