15:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 16:02:53, 2211 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: გიორგი მამალაძე როგორც არ უნდა ეცადოს, მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევს

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს საქმის გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს.

წიკლაურის განცხადებით, კანონი სახაზინო ადვოკატის დანიშვნას ითვალისწინებს და ბრალდებული როგორც არ უნდა ეცადოს, მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევს.

"ისინი ვერც პროცესს ვერ გააჭიანურებენ და ვერც თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას. მათ მოუწევთ პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე. მას შემდეგ რაც არ დაემორჩილნენ მოსამართლის მითითებას, დაარღვიეს წესრიგი სხდომის დატოვებით, საპროცესო კანონის დარღვევით არ მიიღეს პროცედურაში მონაწილეობა, კანონით დადგენილი წესით, მოსამართლემ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. კანონი ითვალისწინებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნასაც. სახაზინო ადვოკატის მონაწილეობით, რომელიც ვალდებული იქნება დაიცვას ბრალდებულის ინტერესები, გაგრძელდება სხდომა და ყველა მტკიცებულება იქნება გამოკვლეული. თუ ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, სახაზინო ადვოკატიც დაინიშნება და ჩვეულებრივად გაგრძელდება საქმის განხილვა", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქოში სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა შეწყდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics