|
2017-05-19 14:48:19, 2041 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის სხდომა სრულად დაიხურა
ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა სრულად დაიხურა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ამჯერადაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლების თქმით, არსებითი განხილვის სხდომების დახურვა მართლმსაჯულების ინტერესებიდან და სასამართლო პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოითხოვეს, ვინაიდან პროკურორების განმარტებით, საქმე შეიცავს პერსონალურ და პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციებს, მათ შორის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით და მათი გამჟღავნება მიზანშეუწონელია. პროცესის დახურვაზე შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და თავად ბრალდებული. ადვოკატების თქმით, სასამართლო უნდა იყოს ღია, რათა მოქალაქეებმა არა მხარეების მხრიდან, პირადად მოისმინონ პოზიციები, არგუმენტები და გააკეთონ ანალიზი. ამასთან, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, "როცა საუბარია მორალზე, ზნეობაზე და მას პროკურატურა ფარად იყენებს, საზოგადოებაა მორალი, ზნეობა და დასამალი არაფერია". მამა გიორგი მამალაძემაც აღნიშნა, რომ მზადაა, გასაჯაროვდეს მისი პირადი მიმოწერა, რომელიც საქმესთან შემხებლობაშია. თუმცა მოსამართლემ პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, არსებითი განხილვის სხდომა სრულად დახურა. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)