22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 20:23:29, 2104 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და კომისიის შექმნის საკითხი შემდეგ განვიხილოთ

„საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და კომისიის შექმნის საკითხი შემდეგ განვიხილოთ“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თორდია-ფარცხალაძის საქმეს.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნების“ პოზიცია ცალსახად  ჩამოყალიბებულია.

„პარლამენტის თავმჯდომარემაც თავისი პოზიცია დააფიქსირა. პირველ რიგში, ეს როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება და უნდა ხდებოდეს, საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. შეფასებები მას შემდეგ უნდა გავაკეთოთ, რაც სიმართლე გაირკვევა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics