|
2017-05-18 13:25:16, 805 ნახვა
სამხედრო
26 მაისს თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართება წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია; რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები; გამოიფინება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების ცნობილი კოლექცია, ვარდების მოედანზე გაიმართება გალა კონცერტი; საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები. საქართველოს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად, რუსთაველის გამზირზე გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 80-მდე მეწარმე და 30-მდე ქართული და საერთაშორისო კომპანია.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)