00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 17:00:18, 2085 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში“ - შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

შსს-ს თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ევროკომისიას და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის, პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლებს კი - აქტიური თანამშრომლობისთვის.

კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ: ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა, ევროკომისიის დაფინანსებით, 2014 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics