00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 15:43:22, 1750 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

მსვლელობის მონაწილეებმა საზეიმო ლოცვა გალობით ტაძარში აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები შეაბრძანეს.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტაძარში მისული მრევლი დალოცა და სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა.

ცნობისთვის, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობებთან, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები გაიმართა. 13:00 საათზე კი, ვარდების მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, მონაზონები და მრევლი მონაწილეობდა.

მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილი იყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics