22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 01:30:13, 2405 ნახვა

საზოგადოება
ინტერნეტში კამპანია „არა ფასიან ქართულ არხებს“ დაიწყო

კომპანია ”სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს.

 შეტყობინებები კომპანიის აბონენტებს დღეს მიუვიდათ. ”გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”მაესტრო” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”, - ნათქვამია „სილქნეტის“ შეტყობინებაში, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე ინტერნეტში მოქალაქეებმა შექმნეს კამპანია და პეტიცია "არა ფასიან ქართულ არხებს".

"50 - ზე მეტ საკაბელო ტელევიზიას მიუვიდათ წერილობითი შეტყობინებები შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების - „იმედი“, „რუსთავი 2“, „ჯიდიესი“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“ კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში. კომპანია ასევე განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიებმა 20 მაისამდე უნდა მიმართონ აღნიშნულ ორგანიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ივნისიდან მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება." - ნათქვამია კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნულ კამპანიას (იხილეთ: https://www.facebook.com/Arafasianqartularxebs/posts/1697584243591532) ასობით ადამიანი უერთდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics