07:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 15:47:21, 2048 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: დადასტურდა, რომ ეს არაა ფორმატი, სადაც შესაძლებელია, ცვლილებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება გავარკვიოთ

„ერთის მხრივ, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ ესმის კარგად ის პრობლემები, რაც აწუხებს საზოგადოებას და მეორეს მხრივ, დადასტურდა, რომ ეს არ არის  ფორმატი, სადაც  შესაძლებელია, რეალურად გავარკვიოთ საზოგადოების დამოკიდებულება საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი“,-ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლის ფაქტი თბილისში.

მისი აზრით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი „ ევროპული საქართველოს“ შეთავაზების გაზიარება და პლებისციტის  გზით საერთო სახალხო გამოკითხვის ჩატარება:

„რათა რეალურად  გავარკვიოთ, რა დამოკიდებულება აქვს მთლიანად საზოგადოებას და არა მის ცალკეულ ჯგუფებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი, რომელმაც მთლიანად უნდა შეცვალოს მომავალში ჩვენი სახელწმიფოს ცხოვრება“,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, ფილარმონიაში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. დარბაზში მყოფმა სხვადასხვა  ჯგუფებმა  პარლამენტის თავმჯდომარეს საშუალება არ მისცეს, კონსტიტუციური ცვლილებები წარედგინა. მათ შრომითი უფლებების კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა მოითხოვეს, ასევე გაჟღერდა  მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics