20:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 12:00:51, 1924 ნახვა

პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე კონსტიტუციის ახალი პროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები კონსტიტუციის ახალი პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების ძირითადი გზავნილი კონსტიტუციის დაცვაა.

ახალგაზრდული ფრთის წევრები ბანერებით : „დაიცავი კონსტიტუცია“, „დაიცავი უფლება აირჩიო პრეზიდენტი“, „დაიცავი შენი ხმა“,

როგორც ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ლაგვილავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს აპროტესტებენ.

„ვაპროტესტებთ შემოთავაზებულ ცვლილებებს კონსტიტუციაში, რადგან ამ ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს ერთმევათ თავისუფალი არჩევანის უფლება. საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ უფლება აირჩიონ პრეზიდენტი. გარდა ამისა, საპარალამენტო არჩევნების დროს უნდათ, ოპოზიციის მიერ მოპოვებული მანდატებით მიითვისონ და ეს მანდატები არასამართლიანად გადანაწილდება. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ამიტომ მოსახლეობა არ მისცემს მათ ამ ცვლილებების განხორციელების უფლებას და პასუხს გასცემს ხელისუფლების უსამართლო ქმედებებს“, - განაცხადა დავით ლაგვილავამ.

აქციაზე 30-მდე ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიის „დაიცავი კონსტიტუცია“ ფარგლებში აქციას საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თელავი) ერთდროულად მართავს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics