|
2017-05-15 10:48:59, 1429 ნახვა
საზოგადოება
ქართულმა პავილიონმა „ვენეციის ბიენალეზე“ დამთვალიერებელთა ინტერესი გამოიწვია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი პროექტით, „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" წარსდგა. პროექტმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია. ნამუშევრის თემაა ადამიანისა და ბუნების ურთიერთგავლენა და მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე. პროექტის კურატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და მწერალი იულიან ჰეინენი, რომელიც 2003–2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთ-ერთი კურატორი. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ვენეციაში იმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს "VIVA ARTE VIVA" (კურატორი კრისტინ მასელი). VIVA ARTE VIVA კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეოჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს. „ძალიან სასიხარულოა, რომ უამრავი სხვადასხვა ქვეყნის პავილიონს შორის, ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ქართულ პავილიონს ჰყავდა. ქართულმა პროექტმა თავისი ორიგინალობითა და თვითმყოფადობით, ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა და ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ის აუცილებლად გამოადგება ქვეყანას ყველა მისი დიდი მიზნის მიღწევაში",- განაცხადა კახა სიხარულიძემ, საქართველოს ელჩმა იტალიაში, რომელიც პავილიონის გახსნას ესწრებოდა. „ველოდებით ძლიან სერიოზულ შედეგებს. როგორც ჩანს, ძალიან წარმატებული პავილიონი იქნება. პუბლიკის რაოდენობისა და ინტერესის გათვალისწინებით, შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ წელს ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე ძალიან წარმატებული იქნება," - განაცხადა ანა რიაბოშენკომ, ვენეციის ბიენალეს ქართული პავილიონის კომისარმა. „ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ნახტომი ქართველი არტისტის, ვაჟიკო ჩაჩხიანის კარიერაში. ვამაყობთ, რომ მას ამ წარმატების მიღწევაში დავეხმარეთ,"- განაცხადა თამარ კირვალიძემ, თიბისი ბანკის მედია კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების დირექტორმა. ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა" განთავსებული, რომელიც შენობაში Artiglierie 115 კვ.მ. ფართობის სივრცეზეა განთავსებული.
(R)
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)