16:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 19:43:49, 2110 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი აშშ-ის კონგრესის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარეს, სენატორ როჯერ უიკერს და თანათავმჯდომარეს, სენატორ ბენ კარდინს შეხვდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირების გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპაციის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში აღნიშნული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებშიც გრძელდება ყოვლისმომცველი რეფორმები.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. სენატორებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics